ტოტენჰემი, ბაიერნი, ჰარი კეინი
Aa
Aa

BILD: ბაიერნი და კეინი შეთანხმდნენ

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ჰარი კეინმა მიუნხენის „ბაიერნს“ მწვანე შუქი აუნთო. ინგლისელი თავდამსხმელის სურვილი მხოლოდ „რეკორდმაისტერში“ თამაშია.

რამდენიმე საათის წინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „ბაიერნმა“ „ტოტენჰემს“ 70-მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ „დეზებმა“ იმ წამსვე დაბლოკეს.

სულ ცოტა ხნის წინ კი ავტორიტეტულმა გამოცემა BILD-მა გვამცნო, რომ კეინსა და „ბაიერნს“ შორის პირადი შეთანხმება შედგა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ახლა მოსაგვარებელი მხოლოდ სატრანსფერო ღირებულებაა. ინგლისური კლუბი 100 მილიონ ევროს ითხოვს. თუ „რეკორდმაისტერი“ აღნიშნულ თანხას გადაიხდის, ჰარი გერმანული გიგანტის ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელები ვიქტორ ოსიმენის გადაბირებასაც ცდილობდნენ, მაგრამ „ნაპოლიმ“ 100 მილიონზე მეტი მოითხოვა და „ბაიერნი“ დანებდა. ცნობისთვის, „რეკორდმაისტერი“ თავდამსხმელის შეძენას მას შემდეგ ცდილობს, რაც გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკი წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია
ოფიციალურად - კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია