გიორგი წიტაიშვილი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

„იმედოვნებს რომ ხვიჩას მსგავსი გავლენა ექნება“ - The Guardian წიტაიშვილზე

Theguardian-მა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 9 გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა, მათ შორის გიორგი წიტაიშვილი მოხვდა, რომელმაც ფინალური ეტაპის საწყის ორ ტურში 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 გოლი შეაგდო.

Theguardian-ი წიტაიშვილზე შემდეგს წერს: „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე პერფორმანსმა ქართული ფეხბურთი რუკაზე დააბრუნა. გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ მისი კარიერის განვითარებისას ხვიჩას მსგავსი გავლენა ექნება. 22 წლის გარემარბმა სანდრო ტონალის მსგავსად მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2 საგოლე პასი შეასრულა. ის უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და ამ ზაფხულში სკაუტების მხრიდან მის მიმართ ინტერესი იქნება“.

გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოს“ საკუთრებაა, გასულ სეზონში პოზნანის „ლეხში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა ზამთარში სათამაშო დრო დაკარგა და სარეზერვო გუნდში თამაშობდა. ამ თემაზე  CrystalSport-ი აპრილის თვეში ვრცლად წერდა. 

რატომ დაკარგა წიტაიშვილმა სათამაშო დრო

2022 წლის ზაფხულში გიორგი წიტაიშვილის გადაბირებით დაინტერესესებული „ლეხის“ სპორტული დირექტორი ტომაშ ჟონსა იყო და არა მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი. ნიდერლანდელი სპეციალისტის პრიორიტეტებში წიტაიშვილის ტრანსფერი არ შედიოდა. სპორტულმა დირექტორმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და კიევის „დინამოდან“ ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატა.

სეზონის პირველ ნახევარში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე პოლონურ კლუბში დიდი კონკურენცია არ ყოფილა, რადგან წიტაიშვილის პოტენციურ კონკურენტებს ტრავმები აწუხებდათ. ტრავმების ფონზე კონკურენციის გაზრდის მიზნით „ლეხისთვის“ წიტაიშვილის იჯარით დამატება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვითარება ზამთარში შეიცვალა, ტრავმამოშუშებულ ფეხბურთელებთან შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულ მოთამაშედ გადაიქცა და ჯონ ვან დენ ბრომმა იმ ფეხბურთელებს მიანიჭა უპირატესობა, რომლებიც კლუბის საკუთრებას წარმოადგენენ.

ასევე, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, მარტის სანაკრებო მატჩებამდე, როცა უკვე მისი სათამაშო დრო მკვეთრად შემცირებული იყო, ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს თამაშების მეორე გუნდში ჩატარება სთხოვა, სურდა სანაკრებო მატჩებს ვითარებიდან გამომდინარე მაქსიმალურად კარგ კონდიციაში შეხვედროდა, თუმცა მთავარი მწვრთნელისგან უარი მიიღო, მაგრამ მარტის სანაკრებო შეხვედრების გამართვამდე ჯონ ვან დენ ბრომმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და მეორე გუნდში თამაშის უფლება მისცა. მას შემდეგ წიტაიშვილი „ლეხის“ მეორე გუნდში, პოლონეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები