ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

„ვინ იცის, შეიძლება მალე დავბრუნდე“ - ზლატანი თავის მომავალზე

ვეტერანმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა „როსონერიში“ ერთ-ერთი მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს.

რას ამბობს ზლატანი:

ვამაყობ იმით, რომ ხალხს კვლავ სურს ჩემი „მილანში“ ხილვა, თუნდაც სხვა როლში. „მილანი“ ჩემს გულშია. ის გზა, რაც ამ კლუბთან ერთად გავიარე, ყოველთვის ჩემთან დარჩება, ფანების სიყვარული კი დიდ ძალას მაძლევს. კარიერა მხოლოდ 3 კვირის წინ დავასრულე და ჯერ არსად მეჩქარება, სამომავლოდ კი ვნახოთ, რა იქნება. ვინ იცის, შესაძლოა მოედანზეც დავბრუნდე, ან  1 თვეში „მილანის“ საწვრთნელ ბანაკში ვიყო. ვნახოთ, რა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ მეორე ვადით 2020 წლის დასაწყისში გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 64 მატჩში 34 გოლი გაიტანა. 2021/22 წლების სეზონში „როსონერი“ შვედ ფეხბურთელთან ერთად იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მ მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა - კილიანი გამოუვალ სიტუაციაშია
პსჟ-მ მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა - კილიანი გამოუვალ სიტუაციაშია