ინტერი, გიორგი მამარდაშვილი, იან ზომერი, უგო ლორისი, ანდრე ონანა
Aa
Aa

მამარდას შანსი შემცირდა? - ონანას შეცვლის მთავარი კანდიდატი ზომერია

Gazzetta-ს ინფორმაციით, მილანის „ინტერი“ ანდრე ონანას „მან. იუნაიტედში“ ტრანსფერის შემთხვევაში მეკარის დამატებაზე აქტიურად იმუშავებს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემის მიხედვით, მამარდაშვილთან მიმართებაში ვითარება შეიცვალა, ქართველი ანდრე ონანას შეცვლის მთავარი კანდიდატი აღარ არის, მის წინ „ბაიერნის“ მეკარე იან ზომერი დგას.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იან ზომერი მამარდაშვილზე გაცილებით გამოცდილია. ასევე, „ინტერს“ შვეიცარიელის დამატება იჯარით შეუძლია, რაც მილანური კლუბისთვის გაცილებით ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს გულისხმობს.

შვეიცარიელის გარდა მილანური კლუბი „ტოტენჰემისა“ და პსჟ-ს მეკარეების, უგო ლორისისა და კეილორ ნავასის ვარიანტებს განიხილავს.

Quotidiano Sportivo-ს ცნობით, მილანის „ინტერი“ უკვე დაუკავშირდა ბერგამოს „ატალანტას“  მეკარეს, ხუან მუსოს. ასე რომ ონანას ერთ-ერთ შემცვლელად 29 წლის არგენტინელიც განიხილება.

ასევე გეტყვით, რომ Mirror-ის ცნობით, „ბარნლი“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე გააქტიურდა. „ვალენსიამ“ მამარდაშვილის გასაყიდ თანხად 21,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაასახელა, რამაც რამდენიმე ევროპული კლუბი დააფრთხო. ახლა „ბარნლი“ “ვალენსიას“ დარწმუნებას ცდილობს, რომ მამარდაშვილი 13 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინოს, რასაც ფეხბურთელის თამაშიდან გამომდინარე ბონუსები დაემატება. 

„ბარნლის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი პრემიერ ლიგისთვის გუნდის ფორმირებას ცდილობს. გუნდისთვის მაღალი დონის მეკარე და ძლიერი დაცვის ხაზი მნიშვნელოვანია, კლუბის ტექნიკური დეპარტამენტი და მთავარი მწვრთნელი ქართველის დამატებას აქტიურად განიხილავენ და ეს მცირე ინტერესი არაა. ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა. შესაძლოა, უახლოეს საათებში რაღაცები შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები