ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

რეკორდი რომელიც თბილისში მოიხსნა - სრული ანშლაგი დინამო არენაზე

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატების ისტორიაში ფინალურ სტადიაზე ყველაზე მეტი მაყურებელი იტალია-ესპანეთის მატჩს დაესწრო, 1996 წლის 31 მაისს აღნიშნულ შეხვედრაზე 35 500 მაყურებელი დაფიქსირდა. ბარსელონაში გამართული ფინალის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ფრანჩესკო ტოტიმ ანგარიში გახსნა, რაულ გონსალეს ბლანკომ გაათანაბრა, პენალტების სერია იტალიამ 4:2 მოიგო და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში მაყურებელთა დასწრების რეკორდი დღეს თბილისში მოიხსნა, საქართველო-ბელგიის მატჩს 41 887 მაყურებელი დაესწრო.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის რჩეული 11-ეული ასეთია: მამარდაშვილი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი (კ), გაგნიძე, აზაროვი, გაგუა, მოისწრაფიშვილი

ბელგიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეკი მატიისენმა სასტარტოში შემდეგი მოთამაშეები გაამწესა: ვანდევორდტი, დე კეიპერი, დე ვინტერი, დებასტი, სიკე, შარლ დე კეტელარე (კ), კეიტა, ვრანკსი, ბალიკვიშა, ოპენდა, რამაზანი

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი პორტუგალიასთან გამართა, რამაზ სვანაძის გუნდმა გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებით პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამავე ჯგუფის პირველ ტურში ბელგია-ნიდერლანდების შეხვედრა 0:0 დასრულდა. მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელგიას შეხვდება, მატჩი 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პარალელურად პორტუგალია „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები