ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მორიგი აღიარება - ხვიჩას შედევრი სერია ა-ს სეზონის საუკეთესო გოლია

იტალიის სერია ა-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ინფორმაცია სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში დაწერა. ეს გოლი „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა სერია ა-ს 26-ე ტურში „დიეგო მარადონაზე“ ბერგამოს „ატალანტას“ შეუგდო. ამ გოლს თამამად შეგვიძლია შედევრი ვუწოდოთ.

შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში „ნაპოლიში“ გადასულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სადებიუტო სეზონშივე ბრწყინვალედ ითამაშა, სკუდეტოს მოგებაში უდიდესი როლი შეასრულა და სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რასაც დღევანდელი აღიარება დაემატა, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი 2022-23 წლების სეზონში სერია ა-ში საუკეთესოა.

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ „ატალანტასტან“ გატანილი გოლის შემდეგ ხვიჩამ თავი მხოლოდ ერთ შეხვედრაში, „ტორინოსთან“ გამოიჩინა. ამ ეტაპზე საკლუბო და სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით მისი უგოლო სერია 16-მატჩიანია.

საერთო ჯამში, გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთვის“ ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლი შეაგდო. ასევე, გასულ სეზონში სერია ა-ში 10 საგოლე პასი შეასრულა, რაც იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, საგოლე პასების რაოდენობით ყველას აჯობა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები