ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

თოფურია ემეტთან ჩხუბზე: „მსაჯებს შეუძლიათ სენდვიჩების საჭმელად გავიდნენ“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ცნობილ ჟურნალისტს, კარლოს კონტრერას ლეგასპის ესაუბრა. „ელ მატადორმა“ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯოშ ემეტს ყველა კომპონენტში სჯობს და დარწმუნებულია, რომ ამერიკელს დააფინიშებს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ოქტაგონზე შესვლისას ჩემი მიზანი მეტოქის მოკვლაა. როცა რვაკუთხედში ვარ, მსაჯებს (რომლებიც ოქტაგონთან არიან და სრული ბრძოლის შემთხვევაში გამარჯვებულს ავლენენ) შეუძლიათ, თავიანთი სენდვიჩების საჭმელად წავიდნენ, რადგან ისინი არ მჭირდებიან და ჩხუბებს ნაადრევად, ფინიშით ვასრულებ. ემეტი არის გამოწვევა, რომელიც გზაზე გადამეღობა და მასთან ჩხუბს მთელი სერიოზულობითა და პროფესიონალიზმით ვუდგები. ყველა სამუშაო, რაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში გავწიე, ამ მომენტისთვის იყო. ხალხი შეიძლება, დაიბნეს და ქედმაღალი ვეგონო, მაგრამ ქედმაღალი არ ვარ, უბრალოდ ჩემი თავის მჯერა, რადგან ვიცი, რა სამუშაო გავწიე და რა გზა გამოვიარე.

ჯოშ ემეტს ყველა კომპონენტში ვჯობივარ. მასზე უკეთესი ვარ და ამას აუცილებლად დავამტკიცებ. ამბობენ, რომ ემეტს ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ ვერავინ ახერხებს, ჩემ წინააღმდეგ თავისი საუკეთესო იარაღი გამოიყენოს. როგორც ბევრჯერ გინახავთ, ოქტაგონზე ძალიან ჭკვიანურად ვიბრძვი. წავალ იმ ადგილისკენ, სადაც რისკის ქვეშ არ ვიქნები და თავს კომფორტულად ვიგრძნობ. არაფერი მოხდება და რვაკუთხედს ზიანის გარეშე დავტოვებ. ემეტი ვერ შემეხება, მისი დარტმები მიზანს ვერ მიაღწევენ, მას კი სერიოზული პრობლემები შეექმნება. ემეტი სუპერ ჭკვიან მებრძოლს შეხვდება, რომელმაც იცის, ენერგია როგორ დაზოგოს და რომელი ტექნიკა გამოიყენოს. შაბათს საღამოს მთელი მსოფლიო ნახავს იმას, რაც საკუთარ წარმოსახვაში უამრავჯერ მინახავს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფება. მის მომდევნო დაპირისპირებას 24 ივნისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს და: კრიშტიანუ არ უნდა დაბადებულიყო, დედა აბორტს გეგმავდა...
რონალდუს და: კრიშტიანუ არ უნდა დაბადებულიყო, დედა აბორტს გეგმავდა...