გლადბახი, მილანი
Aa
Aa

მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია - ტიურამი მილანს მიუახლოვდა

მიმდინარე სეზონში, „მილანმა“ ვერც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მეტიც, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დიდი ბრძოლის შედეგად გავიდა.

აქედან გამომდინარე, „როსონერიმ“ გაძლიერება გადაწყვიტა. Calciomercato საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „მილანში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს მარკუს ტიურამია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც იულიან ნაგელსმანმა ფრანგულ გრანდზე უარი თქვა, ამ ტრანსფერის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია გაქრა.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს. „მილანი“ ფრანგ თავდამსხმელს 5-წლიან კონტრაქტს და წელიწადში ანაზღაურების სახით 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტიურამს „გლადბახთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და „როსონერი“ მას თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიყვანს. საჭირო მხოლოდ მარკუსის თანხმობაა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი თავდამსხმელი გერმანულ კლუბში 2019 წლიდან თამაშობს. დღემდე, ტიურამმა „გლადბახის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 134-ჯერ მოირგო, 44 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - უეფა-მ მოურინიო დასაჯა
4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - უეფა-მ მოურინიო დასაჯა