კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ისე დაარტყა საავადმყოფოში გადაიყვანეს | მაკგრეგორისა და მაიამის თილისმის ამბავი

NBA-ის სუპერფინალურ სერიაში ერთმანეთს „დენვერ ნაგეთსი“ და „მაიამი ჰიტი“ დაუპირისპირდნენ. „დენვერი“ ჩემპიონი გახდა და „მაიამი“ 4:1 დაამარცხა. საწყისი ორი შეხვედრა „ნაგეთსის“ საშინაო სტადიონზე გაიმართა, რის შემდეგაც სერიამ ფლორიდაში გადაინაცვლა და მე-4 მატჩს UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი დაესწრო.

შეხვედრის მიმდინარეობისას მაკგრეგორმა და „მაიამის“ თილისმამ, „ბერნიმ“ შოუ დადგეს და კონორმა ის დაანოკაუტა. ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, ირლანდიელის დარტყმა ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა და „მაიამის“ თილისმის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. Athletic-ის ცნობით, ექიმებმა „ბერნის“ ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტები მისცეს და შემდეგ სახლში გაუშვეს.

მომხდარს ირლანდიელი მებრძოლიც გამოეხმაურა და TMZ-ს განუცხადა: „მაიამის თილისმა თავს კარგად გრძნობს. ეს ხუმრობა იყო და ყველაფერი კარგადაა. მატჩის შემდეგ, მასთან დიდი დრო გავატარე, მომხდარზე ვისაუბრეთ და ყველაფერი ძალიან კარგადაა. ეს შოუს ნაწილი იყო“.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი მორიგი ბრძოლისთვის ემზადება, რომელსაც მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართავს. მაკგრეგორი და ჩენდლერი სატელევიზიო შოუს, The Ultimate Fighter-ის მწვრთნელები არიან და გადაცემის კულმინაცია მათი დაპირისპირება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი ილიაზე: „სატიტულო ბრძოლისთვის ემეტის დანოკაუტება სჭირდება“
ვოლკანოვსკი ილიაზე: „სატიტულო ბრძოლისთვის ემეტის დანოკაუტება სჭირდება“