კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე Le Parisien-ის ინფორმაციას გამოეხმაურა | „ამ ზაფხულს რეალში არ მივდივარ“

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე Le Parisien-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. პარიზულმა გამოცემამ დაწერა, რომ კილიანს „რეალში“ გადასვლა ამ ზაფხულს სურს და ფლორენტინო პერესი კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ დაუკავშირდა.

„ტყუილია! რაც უფრო დიდია ჭორი, მით უფრო შორსაა სიმართლისგან. უკვე ვთქვი, რომ მომდევნო სეზონში იქ დავრჩები, სადაც ბედნიერი ვარ - პარი სენ-ჟერმენში“, - განაცხადა მბაპემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავს კლუბის დატოვება სურს და პარიზული გრანდის ხელმძღვანელებს ოფიციალური წერილით უკვე შეატყობინა, რომ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის ამოქმედებას არ აპირებს. Times-ის მიხედვით, ეს წერილი გასული წლის ივლისით თარიღდება, რაც ნიშნავს, რომ მბაპემ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის ამოქმედებაზე უარი კლუბთან კონტრაქტის გაფორმებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ თქვა.

ცნობისთვის, შარშან, მბაპე ახლოს იყო მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან, თუმცა გარიგება ბოლო წუთებში ჩაიშალა. კილიანის გადაწყვეტილების გამო, „პარი სენ-ჟერმენმა“ იგი ტრანსფერზე დააყენა და მისით „სამეფო კლუბი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბმა ყველაფერი 2022 წლის ივლისიდან იცოდა“ - მბაპეს განმარტება
„კლუბმა ყველაფერი 2022 წლის ივლისიდან იცოდა“ - მბაპეს განმარტება