ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

ემეტი თოფურიაზე: „ჩემთვის ხელსაყრელი მეტოქეა“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქემ, ჯოშ ემეტმა „ელ მატადორზე“ ისაუბრა. ემეტისა და თოფურიას დაპირისპირება თბილისის დროით, 25 ივნისს გაიმართება, ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და ემეტი ამბობს, რომ ილია მისთვის ხელსაყრელი ოპონენტია.

„მოსაწყენ ჩხუბში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. ჩემს ყოველ დარტყმას ცუდი განზრახვა ექნება და ვეცდები, ბრძოლა ნაადრევად დავასრულო. სტილისტური გადმოსახედიდან, თოფურია ჩემთვის ხელსაყრელი მეტოქეა. კარგია, როცა ვხვდები მებრძოლს, რომელიც ჩემზე ბევრად მაღალი არაა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გამარჯვება მოვიპოვო და ჩემთვის მთავარი სწორედ ესაა“.

შეგახსენებთ, რომ ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. მას კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 წაგებაა. ემეტმა ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

თოფურიას რაც შეეხება, ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი ონანას არ ეშვება | კულიბალი და ლუკაკუ ინტერს
ჩელსი ონანას არ ეშვება | კულიბალი და ლუკაკუ ინტერს