თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

მატჩის სკანდალური დასასრული - შენგელიას გუნდელებმა ფანებთან იჩხუბეს

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ფინალური სერიის მეორე შეხვედრა „მილანთან“ სტუმრად გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 76:79 დამარცხდა.

მილანელებმა პირველი შეხვედრაც მოიგეს და სერიაში უკვე 2:0-ს იგებენ.

თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში საუკეთესო იყო. თოკომ 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა. შეხვედრაში შენგელიაზე მეტი მხოლოდ „მილანელმა“ შეივონ შილდსმა ჩააგდო - 18.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელებსა და მილანელ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. საფინალო სირენის შემდეგ, როდესაც ვირტუსის კალათბურთელები მოედანს ტოვებდნენ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „ვირტუსის“ კალათბურთელი, მილოშ ტეოდოსიჩი მაისურით დაქაჩა, საპასუხოდ კი სერბი კალათბურთელი ამ გულშემატკივრისკენ გაიწია, რასაც კალათბურთელებსა და რამდენიმე ქომაგს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინდიდენტის გამო შესაძლოა „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელები დაისაჯონ.

სერიის მომდევნო ორი შეხვედრა ბოლონიაში გაიმართება და „ვირტუსი“ ანგარიშის გათანაბრებას შეეცდება. მატჩები 14 და 16 ივნისს შედგება. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაგდებული მეორე ტაიმი | შენგელიას გუნდმა ფინალური სერია ცუდად დაიწყო
ჩაგდებული მეორე ტაიმი | შენგელიას გუნდმა ფინალური სერია ცუდად დაიწყო