ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

23-ე დიდი სლემი! ჯოკოვიჩმა როლან გაროსი მოიგო და ისტორია დაწერა

როლან გაროსის ფინალში ლეგენდარული სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩი და ნორვეგიელი კასპერ რუდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა - 7:6 (7:1), 6:3, 7:5 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. ნოვაკმა ისტორია გადაწერა.

პირველ სეტში რუდს კარგი შანსი ჰქონდა, რომ ანგარიში 1:0 წაეყვანა, თუმცა მოპოვებული ბრეიკი ვერ შეინარჩუნა და ტაიბრეიკზე 1:7 დამარცხდა.

მეორე სეტში ნოვაკი კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო - სერბმა 6:3 მოიგო.

მესამე სეტში დიდი ბრძოლა ვიხილეთ. რუდმა ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრა 5:5-მდე მიიყვანა. თუმცა შემდეგ საკუთარი ჩაწოდება პირწმინდად დათმო და ნოვაკმა 6:5-ზე საკუთარ ჩაწოდებაზე მატჩის მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ამრიგად, ჯოკოვიჩმა კარიერაში 23-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და რაფაელ ნადალს გადაასწრო. სერბმა ისტორია დაწერა და დიდი სამეულის ეპოქაში ნომერ პირველი გახდა. როლან გაროსი კი კარიერაში მესამედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადალი: „როლან გაროსზე არ ვიქნები, 2024 წელი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება“
ნადალი: „როლან გაროსზე არ ვიქნები, 2024 წელი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება“