ანტონიო კასანო, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

კასანო: მოურინიო საცოდავია, რომას ფეხბურთი ნაგავია

ანტონიო კასანომ ევროპა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ „რომა“ გააკრიტიკა.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა ნახევარფინალში „ლევერკუზენი“ დაამარცხა (1:0, 0:0).

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან რომა მიყვარს. მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი, რომ თავიდან ბოლომდე იყო ჩხუბი და კამათი. ისინი მიწაზე დაეცნენ და მატჩის მთლიანი დროის ნახევარიც კი არ უთამაშიათ.

მოურინიო იტყვის, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია, მაგრამ როგორც ნაპოლეონმა თქვა, ჯობია იყო იღბლიანი მეთაური და არა ძლიერი. და მოურინიოს ძალიან გაუმართლა, ეს შთამბეჭდავია.

ის საცოდავია, მაგრამ ყველა იტყვის, რომ შარშან მან კონფერენს ლიგა მოიგო, ახლა კი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა. რომ ის აგრძელებს შედეგების მიღწევას.

ფეხბურთზე უნდა ვისაუბრო და თამაშის ანალიზი გავაკეთო. ის საკმაოდ დამთრგუნველი იყო. ეს საერთოდ ვერ გავიგე რა იყო.

მაგრამ რას იტყვის მოურინიო? ფინალში გავედი, გავიმარჯვე, ფეხებზე მკიდია. ყოჩაღ რომა, მაგრამ თქვენი ფეხბურთი ნაგავი იყო“,

- ციტირებს კასანოს სიტყვებს talkSPORT-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში დაქვეითდება
ოფიციალურად - ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში დაქვეითდება