გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ბრწყინვალე სეზონი აქვს, ყველა გააოცა“ - საფრანგეთში მიქაუტაძეს აქებენ

ლუდოვიკ ობრანიაკი და ბენუა ტრემულინასი ყოფილი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ფრანგულ ფეხბურთს კარგად იცნობენ. ობრანიაკს „მეცის“, „ლილის“, „ბორდოსა“ და „ოსერის“ რიგებში უთამაშია, ხოლო ტრემულინასი „ბორდოსა“ და „სენტ-ეტიენის“ ღირსებას იცავდა. რამდენიმე საათის წინ, ისინი ცნობილ გამოცემას, L’Equipe-ს ესაუბრნენ, „მეცის“ ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე შეაქეს და სეზონის MVP-ის ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად დაასახელეს.

„აშკარაა, რომ მიქაუტაძეს შესანიშნავი სეზონი აქვს. იგი გუნდის ლიდერია და 20-ზე მეტი გოლი გაიტანა. გოლების გარდა, გიორგი საგოლე გადაცემებსაც აკეთებს და მთელი სტად სენ-სიმფორიენი (მეცის საშინაო სტადიონი) გააოცა. ის სტაბილურობით გამოირჩევა და ვფიქრობ, ჯილდოს მოგების ფავორიტია“, - განაცხადა ობრანიაკმა.

„ვის დავაყენებდი პირველ ადგილზე? რა თქმა უნდა, მიქაუტაძეს. ის კრასოზე მაღლა იმყოფება და ვფიქრობ ყველაზე კარგი შანსი სწორედ მას აქვს“, - დასძინა ტრემულინასმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის MVP-ის ჯილდოს 5 კანდიდატი დაასახელა და გიორგი ერთ-ერთი მათგანია. მიქაუტაძის გარდა, ჟან-ფილიპ კრასო, ჯოშ მაია, ნილს ნკუნკუ და ვიქტორ ლეკალი გამოარჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლამპარდი შავკანიანი რომ იყოს, ასეთ შანსს არ მისცემდნენ“ - ლივერპულის ლეგენდა
„ლამპარდი შავკანიანი რომ იყოს, ასეთ შანსს არ მისცემდნენ“ - ლივერპულის ლეგენდა