პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

ისტორიული მარცხი - სიტიმ რეალი გაანადგურა და ფინალშია

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში „სიტიმ“ „რეალს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

პეპ გუარდიოლას გუნდმა მადრიდელებს შანსი არ დაუტოვა და ისტორიული მარცხი აგემა.

„ქალაქელებმა“ ორივე ტაიმი 2-ბურთიანი სხვაობით მოიგეს და თავიანთი ფეხბურთის დემონსტრირება მოახდინეს. პირველ ნახევარში ბერნარდუ სილვას დუბლს, მეორე ტაიმში მილიტაოს ავტოგოლი და ხულიენ ალვარესის მიერ დასმული წერტილი მოჰყვა.

საინტერესო ფაქტები

პეპ გუარდიოლა მწვრთნელის რანგში თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 ფინალს ითამაშებს. პეპს 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

კარლო ანჩელოტიმ გუარდიოლას წინააღმდეგ, ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგო.

მანჩესტერ სიტის ბოლო 24 მატჩია არ წაუგია. მათ ანგარიშზე 19 მოგება და 4 ფრეა.

რეალმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 0:4 მეორედ წააგო. პირველად ეს 2009 წელს ლივერპულთან მოხდა. ამჯერად კვლავ ინგლისურ კლუბთან განმეორდა. ნახევარფინალურ სტადიაზე კი ასეთი სხვაობით ისტორიაში პირველად წააგეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუნი: სიტი რეალს კი არ დაამარცხებს, არამედ ნაწილებად დაშლის
რუნი: სიტი რეალს კი არ დაამარცხებს, არამედ ნაწილებად დაშლის