მილანი, ისმაელ ბენნასერი
Aa
Aa

ოპერაცია გაიკეთა - ბენასერი 6 თვით იუქმებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „მილანი“ „ინტერთან“ 0:2 დამარცხდა. რა თქმა უნდა, წაგება თან ასეთ დაპირისპირებაში ძალიან ცუდია, მაგრამ „როსონერისთვის“ კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ტრავმა მიიღო ისმაილ ბენასერმა, რომელსაც მოედნის დატოვება მოუწია. სტეფანო პიოლის იმედი ჰქონდა, რომ 25 წლის ნახევარმცველი განმეორებითი მატჩისთვის მზად იქნებოდა.

დღეს „მილანის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. ვიგებთ, რომ ბენასერს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც მინიმუმ 6 თვეს გამოტოვებს. შესაბამისად, „ინტერთან“ მისი თამაში გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ მილანური დერბიში მონაწილეობა ვერც რაფაელ ლეაომ მიიღო. ამის მიზეზი ტრავმა იყო, თუმცა განმეორებით შეხვედრაში პორტუგალიელი გარემარბი აუცილებლად ითამაშებს.

„ინტერისა“ და „მილანის“ ნახევარფინალური მეორე დაპირისპირება 16 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sports - მანე და კანსელუ ზაფხულში ბაიერნიდან წავლენ
Sky Sports - მანე და კანსელუ ზაფხულში ბაიერნიდან წავლენ