გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი, ლევან ხარაბაძე, ბუბა დაუშვილი, აპოელ, ილია კერძევაძე, პაფოსი
Aa
Aa

მესამე გოლი სეზონში - დვალმა კონკურენტს გაუტანა და აპოელ-ი მარცხისგან იხსნა

კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მიჩელ სალგადოს გაწვრთნილი „პაფოსისა“ და აპოელ-ის შეხვედრა 1:1 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 29-ე წუთზე სტანდარტული ვითარებისას შეტევაში ჩართულმა ლაშა დვალმა ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა, ამპლუით მცველმა მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა, „პაფოსის“ გარდა „ომონიასთან“ და „დოქსასთან“ გამოიჩინა თავი.

დვალს გოლის აღნიშვნისას მაისურზე ეწერა „ბაჯო“. მან გოლი გარდაცვლილ ფეხბურთელს, ილია კერძევაძეს მიუძღვნა. ილია კერძევაძის მეტსახელი „ბაჯბაჯა“ იყო. მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ფეხბურთელის კარიერა ადრეულ ეტაპზე დაასრულა, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ შეხვედრაში აპოელ-ის კაპიტანი გიორგი ქვილითაია იყო, მან შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის თავდამსხმელმა ბოლო ხუთ მატჩში 2 გოლი გაიტანა, ლარნაკას აეკ-თან დუბლი შეასრულა, ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

აპოელ-ის კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ამპლუით საყრდენი ბუბა დაუშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 34 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში თამაში ხშირად არ უწევს, სასტარტოში კვიპროსის ჩემპიონატის მხოლოდ ექვს შეხვედრაში მოხვდა.

მიჩელ სალგადოს გაწვრთნილ „პაფოსში“ 23 წლის ლევან ხარაბაძე ირიცხება, თუმცა ამპლუით მარცხენა მცველს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის სამატჩო განაცხადში 16-ჯერ მოხვდა, თუმცა მხოლოდ 54 წუთი ითამაშა.

33 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში აპოელ-ი 65 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „არისს“ 3 ქულით ჩამორჩება, ლარნაკას აეკ-ი 62 ქულით მესამე ადგილზეა. შემდეგ ტურში აპოელ-ი ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლებს (14 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილი საუკეთესო იყო - გამარჯვების გოლი და საკვანძო პასები
დავითაშვილი საუკეთესო იყო - გამარჯვების გოლი და საკვანძო პასები