ლიონელ მესი
Aa
Aa

მესის საიდუმლო ვიზიტი ბარსელონაში - მედიასთან გამოჩენა არ სურდა

ესპანელი ჟურნალისტის, ხერარდ რომეროს ინფორმაციით, ლიონელ მესი ასისტენტებთან და ოჯახის ყველა წევრთან ერთად ბარსელონაში იმყოფებოდა. მას მედიასთან გამოჩენა არ სურდა. ამიტომ, აეროპორტი საიდუმლო კარით დატოვა. მესი აეროპორტში კეპითა და 15 ჩემოდნით იყო.

35 წლის ფეხბურთელს, რომელიც „ბარსელონაში“ 2004-21 წლებში თამაშობდა, პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და უდიდესი ალბათობით კატალონიურ კლუბში დაბრუნდება.

გასულ კვირაში Mundo Deportivo იუწყებოდა, რომ „ბარსას" ლეოს დაბრუნება სპორტული, სენტიმენტალური და ფინანსური მიზეზების გამო სურს. კლუბთან დაახლოებული წყაროები ვარაუდობენ, რომ მესის დაბრუნება მომავალ სეზონში კლუბის შემოსავლის მთლიანი რაოდენობის 25% იქნება. 

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელად 2014-15 წლების სეზონში მესისთან ერთად მოიგო. რაც შეეხება ლა ლიგას, „ბარსა“ ესპანეთის ჩემპიონი 2018-19 წლების სეზონის შემდეგ არ გამხდარა, ამ სეზონში ლა ლიგის მოგების რეალური შანსი აქვს, მეორეადგილოსან „რეალს“ 8 ქულით უსწრებს და ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გამოტოვა სპალეტიმ პრესკონფერენცია? მიზეზი ცნობილია
რატომ გამოტოვა სპალეტიმ პრესკონფერენცია? მიზეზი ცნობილია