ინტერი, ბენფიკა, როჯერ შმიდტი
Aa
Aa

შმიდტი: “წარმატების ბოლომდე გვჯეროდა“

ლისაბონის „ბენფიკამ“ „ინტერთან“ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ნახევარფინალში „ნერაძური“ გავიდა. მილანში გამართული დაპირისპირება 3:3 დასრულდა. მატჩის შემდეგ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა კომენტარი გააკეთა.

 

შმიდტი:

 

 

„საერთაშორისო შეჯიბრზე 14 მატჩი ჩავატარეთ და მხოლოდ 1 წავაგეთ. დღესაც, ჩემმა კლუბმა დიდებულად ითამაშა. სამწუხაროდ ეს 1 წაგება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აღმოჩნდა. ლისაბონში ინტენსივობა და კონცენტრაცია დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, მომეწონა, რაც დღეს ვნახე.

„ბენფიკას“ საკუთარი თავის სჯეროდა და არც მაშინ დანებდა, როცა ანგარიში 3:1 იყო. წილისყრის შემდეგ ვიცოდი, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა. დღეს კი პრობლემა ის იყო, რომ „ინტერმა“ პირველივე შეტევით გაიტანა. მიუხედავად ამისა, მაინც გვჯეროდა, რომ წარმატება შესაძლებელი იყო.

დავინახე, თუ როგორ იბრძოდა ჩემი გუნდი და ამით ძალიან ვამაყობ. ვიგებდით უამრავ დუელს, პრესინგზე ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემს ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. დღეს და მთლიანად ამ სეზონში „ბენფიკა“ ძალიან კარგად წარმოვაჩინეთ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორც ვითამაშეთ
ტუხელი: ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორც ვითამაშეთ