კლუბის შემოსავლების 25-33%-ს გაუტოლდება - ბარსას მესის დაბრუნება ყველანაირად აწყობს
Aa
Aa

კლუბის შემოსავლების 25-33%-ს გაუტოლდება - ბარსას მესის დაბრუნება ყველანაირად აწყობს

„ბარსელონა“ ელის, რომ ლიონელ მესის დაბრუნება მათ ფინანსებზე დადებითად აისახება.

ამ მომენტისთვის ლეოს დაბრუნება კატალონიური გუნდისთვის პრიორიტეტულია. „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ახალი სეზონისთვის გეგმებს იმ ვარაუდით აყალიბებს, რომ მესი კლუბში დაბრუნდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსას" ლეოს დაბრუნება სპორტული, სენტიმენტალური და ფინანსური მიზეზების გამო სურს. კლუბთან დაახლოებული წყაროები ვარაუდობენ, რომ მესის დაბრუნება მომავალ სეზონში კლუბის შემოსავლის მთლიანი რაოდენობის 25% იქნება. კლუბში ზოგიერთი პროგნოზით, ამ წილმა შესაძლოა 33%-ს მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე „ბარსელონას“ შემოსავალზე მესის გავლენა წელიწადში 250-300 მილიონი ევრო იყო.

„ბარსას“ წყაროები თვლიან, რომ, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, მესის გაფორმებას შეიძლება ჰქონდეს იგივე ან უფრო დიდი ეკონომიკური გავლენა, ვიდრე მაიკლ ჯორდანის ბრენდს, იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთი უფრო გლობალური სპორტია, ვიდრე კალათბურთი.

„ბარსელონა“ გეგმავს არგენტინელს 1 ან 2 წლიან კონტრაქტი შესთავაზოს. თუ მესი მეორე ვარიანტს დათანხმდება, კლუბის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მესის პსჟ-სთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უსრულდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ხასიათი და პიროვნება აქვს... ასეთ მომენტებში შენ იზრდები...“
„კვარას ხასიათი და პიროვნება აქვს... ასეთ მომენტებში შენ იზრდები...“