ინტერი, ბენფიკა
Aa
Aa

ინტერი VS ბენფიკა - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ინტერი“ „ბენფიკას“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ლისაბონში გაიმართა და „ინტერმა“ 2:0 მოიგო. გოლები ბარელამ და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. ამ გამარჯვებით, იტალიურმა კლუბმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შიდა ჩემპიონატი

აღსანიშნავია, რომ „ინტერს“ სერია ა-ში პრობლემები აქვს. სიმონე ინძაგის გუნდმა ბოლოს 5 მარტს გაიმარჯვა და მას შემდეგ ვერცერთი თამაში ვერ მოიგო. უკანასკნელ ტურში კი საკუთარ კედლებში „მონცასთან“ 0:1 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, „ნერაძური“ სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება „ბენფიკას“, ლისაბონელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, თუმცა ბოლო ორი მატჩი წააგეს. გასულ ტურში 0:1 მარცხი ჩავესთან. „ბენფიკა“ 71 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა „პორტუმ“ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

დანაკლისი:

ტრავმების გამო „ინტერის“ წინააღმდეგ დრაქსლერი და ბა არ იქნებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რისტიჩის თამაშიც. სიმონე ინძაგის განკარგულებაში კი დალბერტი და მილან შკრინიარი არ იქნებიან. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დე ვრაის თამაში.

რა თქვა ინძაგიმ მატჩის წინ?

„ყველამ ვიცით, თუ როგორი კარგი მეტოქეა ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. შემდეგ ეტაპზე გასვლა თუ გვინდა, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ისე ვიმუშაოთ. ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც, ისევე როგორც ჩვენ, შიდა ჩემპიონატში დამსახურებულ პოზიციაზე არ იმყოფება.

„ბენფიკას“ ძლიერი მხარეები შევისწავლეთ. ჩვენ 2-ბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც გაგვიჭირდება. ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ, რადგან „ბენფიკა“ სწრაფი გუნდია და პასის შესანიშნავი კულტურა აქვს. ისეთი ტემპი უნდა შევთავაზოთ, რომ სტადიონიდან გაქრნენ.

თავდაპირველი მიზანი 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა იყო, მაგრამ ახლა შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ მთავარ ოთხეულში მოვხვდეთ. ძალიან ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით. რა თქმა უნდა, გოლის გატანის ბევრი შანსი გვექნება. ფეხბურთელები უბრალოდ მშვიდად უნდა იყვნენ და მომენტს დაელოდონ.“

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „ინტერის“ განმეორებითი დაპირისპირება 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფრანკოსთან ასოცირება არ გვსურს, წაშალეთ ვიდეო“ - კატალონიურმა მთავრობამ რეალს მოთხოვნა წაუყენა
“ფრანკოსთან ასოცირება არ გვსურს, წაშალეთ ვიდეო“ - კატალონიურმა მთავრობამ რეალს მოთხოვნა წაუყენა