ბარსელონა, მადრიდის რეალი, ლაპორტა
Aa
Aa

“ფრანკოსთან ასოცირება არ გვსურს, წაშალეთ ვიდეო“ - კატალონიურმა მთავრობამ რეალს მოთხოვნა წაუყენა

ბოლო დღეებში მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. კატალონიელთა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ „სამეფო კლუბი“ ისეთ რამეში დაადანაშაულა, რასაც ახლა პირიქით ბარსას ედავებიან. საქმე, მსაჯების მოსყიდვას და დანიშვნას ეხება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი „რეალმა“ უყურადღებოდ არ დატოვა და ოფიციალური პასუხი გასცა, რომელიც ფრანკოს რეჟიმს უკავშირდება.

გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია:

„კამპ ნოუ გახსნა ფრანკოს გენერალურმა მინისტრმა, ხოსე სოლის რუისმა. ბარსამ ფრანკოს ოქროსა და ბრილიანტის სამკერდე ნიშანი გადასცა. „ბლაუგრანამ“ 1965 წელს ფრანკო კლუბის საპატიო წევრად დაასახელა. ფრანკომ კატალონიური გუნდი გაკოტრებას სამჯერ გადაარჩინა. „ბარსელონამ“ ფრანკოსთან ერთად მოიგო 8 ლა ლიგა და 9 გენერალისიმოს თასი. ამის პარალელურად კი მადრიდის „რეალს“ 15 წელი დასჭირდა ლა ლიგის მოსაგებად“.

რა თქმა უნდა, ეს პასუხი კატალონიის მთავრობას არ მოეწონა. ესპანური El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნული ვიდეოს აღებას ითხოვს. ამის მიზეზად კი იმ ხალხის ემოციურ მდგომარეობას ასახელებს, რომლებსაც ფრანკოიზმის ეშინოდა. კლუბს არ სურს, რომ ფრანკოსთან რაიმე სახით ასოცირდებოდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგის მსაჯები ბოიკოტს აპირებენ | რამ მიიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?
ლა ლიგის მსაჯები ბოიკოტს აპირებენ | რამ მიიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?