ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტას პრესკონფერენცია: „ნეგრეირას საქმე ბარსას წინააღმდეგ დაწყებული კამპანიაა“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ე.წ ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. „ბლაუგრანას“ პირველმა პირმა განაცხადა, რომ „ბარსას“ მთავარი ღირებულება სამართლიანი თამაშია და ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ.

„ნეგრეირას საქმე რამდენიმე წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხება, რომლებიც კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის სფეროში არ შედის. ბოლო 2 თვის განმავლობაში ბარსელონას წინააღმდეგ საშინელი კამპანია მიმდინარეობდა და ამ ინფორმაციასა და დასკვნებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ.

ბარსელონა სამართლიანი თამაშის მაგალითი იყო და ვამაყობთ, რომ სპორტის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ბარსა დეკადების განმავლობაში აღწევდა წარმატებას და ჩვენი ფეხბურთელების, მწვრთნელების, კლუბში მომუშავე ადამიანების, პარტნიორებისა და გულშემატკივრების დახმარებით, ისევ სასურველ გზას ვადგავართ. როცა ბარსელონა იგებს, ერთად ვზეიმობთ, როცა აგებს - თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებთ.

ბარსელონაში სანახაობრივი ფეხბურთით გამარჯვება ძალიან გვიყვარს და არ მოგვწონს თუ ცუდი მსაჯობის გამო ვიგებთ. როგორც დიად კლუბს, გვყავს ადამიანები, რომლებიც ჩვენი პრესტიჟის შელახვას ცდილობენ და ისინი ვერაფერს მიაღწევენ. როცა ეს საკითხი სააშკარაოზე გამოვიდა, ვთქვი, რომ ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყო. ასეც აღმოჩნდა! ერთ-ერთი კომპანიის დახმარებით შიდა გამოძიება ჩავატარეთ და მაქვს ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ მქონია. შემიძლია, გითხრათ, რომ ბარსელონას არასდროს ჩაუდენია ქმედება, რომლის მიზანიც სამართლიანობის დარღვევა და რაიმე სახის უპირატესობის მიღება იყო“.

შეგახსენებთ, რომ 2016-დან 2018 წლამდე, „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნული კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მფლობელობაშია, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. AS-ის ინფორმაციით, DASNIL 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბარსამ“ საერთო ჯამში, 4.7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიზანი მსაჯებისგან „რაიმე სახის სპორტული უპირატესობის“ მიღება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოა! გაგვძარცვეს“ - ვალენსიას ხელმძღვანელმა მსაჯი გააკრიტიკა
„სამარცხვინოა! გაგვძარცვეს“ - ვალენსიას ხელმძღვანელმა მსაჯი გააკრიტიკა