ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დინამო ბათუმში დაადასტურეს - ბორდო ზურიკოს გამოსყიდვას აპირებს

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დაადასტურა, რომ „ბორდოს“ ზურიკო დავითაშვილის გამოსყიდვა სურს. რამდენიმე საათის წინ, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ ჟირონდელები ზურიკოს დატოვებას გეგმავდნენ და როგორც ჩანს, დავითაშვილი აჭარულ კლუბში არ დაბრუნდება.

„დავითაშვილის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ბორდოში ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ფრანგებმა ტრანსფერის გამოსყიდვაზე ახლახან ოფიციალური მოთხოვნა გამოაგზავნეს, მაგრამ მოლაპარაკებას ზურიკოს მენეჯერი, მამუკა ჯუღელი აწარმოებს. ის ამჟამად საფრანგეთშია და მოლაპარაკება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ყველა დანარჩენი დეტალი მამუკამ იცის“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა.

გავლენიანი ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ჟურნალისტის, ვინსენტ რომენის მიხედვით, დავითაშვილის კონტრაქტში არსებული გამოსყიდვის პუნქტი ავტომატური არ გახლავთ, მაგრამ „ბორდომ“ მისი ამოქმედება გადაწყვიტა. ჟირონდელები ზურიკოს ლიგა 2-ში დარჩენისა და უმაღლეს დივიზიონში აღზევების შემთხვევაშიც გამოისყიდიან.

ცნობისთვის, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 22 შეხვედრაში (16 სასტარტოში) 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. მისი „ბორდო“ მეორე ადგილზეა და უშუალო მდევრებს 4 ქულით უსწრებს, მომდევნო მატჩი კი ერთ-ერთ კონკურენტთან, „მეცთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია