სადიო მანე, ლეროი ზანე
Aa
Aa

შეიძლება კონტრაქტი გაუწყვიტონ - მანეს მკაცრი სასჯელი ემუქრება

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „მანჩესტერ სიტისთან“ 3:0 მარცხის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, „ბაიერნის“ შემტევი, სადიო მანე შესაძლოა მკაცრად დასაჯონ.

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ინციდენტის განხილვა დაიწყო და ფეხბურთელისთვის, სასჯელის დაწესების ვარიანტებზე მსჯელობს.

სააგენტოს ცნობით, საუბარია ფულად ჯარიმაზე, გარკვეული დროით დისკვალიფიკაციასა და უკიდურეს შემთხვევაში კონტრაქტის გაწყვეტაზე. კლუბის გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

Sky Sports-ი ასევე წერს, რომ სენეგალელი ფეხბურთელი დღეს, დილის სავარჯიშო სესიაზე ჩვეულებრივ მივიდა და თანაგუნდელებთან ბოდიშიც მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შემდეგ, სადიო მანე გასახდელში ლერიო ზანეს დაუპირისპირდა და სახეში ხელიც გაარტყა. ფეხბურთელები ერთმანეთისგან თანაგუნდელებმა გააშველეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრია: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს
კალაბრია: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს