ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: განმეორებითი მატჩის წინ დიდი იმედებით ვარ

ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ პირველი მატჩის წაგების (0:1) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„მეტს ვიმსახურებდით? ამის შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს. მატჩების შემდეგ საუბარი დროის კარგვაა, რადგან ამით უკან ვერაფერს დააბრუნებ. ბიჭებს კარგი თამაში მივულოცე, რადგან მაშინაც ვცდილობდით გვეთამაშა, როცა კაცნაკლულნი დავრჩით.

ელმასმა თავდაცვით ასპექტებში კარგად იმუშავა, მან მილანის მცველებს ცხოვრება გაურთულა. რა თქმა უნდა, ოსიმენს შესაძლოა მეტი საგოლე შანსი ჰქონოდა, ვიდრე იმას ვინც ამ პოზიციაზე თამაშს ნაკლებად არის მიჩვეული.

უნდა ვიმუშავოთ იმაზე რაც ამ მატჩში მოხდა. საერთო ჯამში სწორი დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი კარგად არ მიდის.

მენიოს ვულოცავ, რადგან მან საოცარი თამაში აჩვენა. მილანი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ 10 კაცითაც მოვახერხეთ და ვცდილობდით გვეთამაშა. განმეორებითი მატჩის წინ დიდი იმედებით ვარ, თუნდაც ანგისასა და კიმის გარეშე. ნებისმიერი მოთამაშის გამოკლება სეზონის ამ ნაწილში დიდი დარტყმაა, თუმცა ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მათ შეცვლიან. ეს ყოველთვის ასე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე ვერ მოვიდოდით.

ჩემი აზრით, ანგისას გაძევება უსამართლობა იყო. ამის გამო ვწუხვართ, მისი შეცვლა უკვე დაგეგმილი გვქონდა (სავარაუდოდ ნდომბელე შეცვლიდა). სამწუხაროა, რომ ამის გადასაწყვეტად 2 წუთი ვიფიქრეთ. მსაჯის გადაწყვეტილებებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ“.

- განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 18 აპრილს ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე“ გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება