მილანი, ნაპოლი, სერჟინიო
Aa
Aa

სერჟინიო: “ნაპოლის უფრთხილდით, ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს“

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხანში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სერჟინიომ კომენტარი გააკეთა.

სერჟინიო:

„“ნაპოლის“ უფრთხილდით, ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. „მილანს“ ბალანსის პოვნა სჭირდება. პიოლის გაწვრთნილი გუნდი მონაცვლეობით ბრწყინავს. მათ სოლიდური მატჩები ჩაატარეს, როგორც სერაი ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, მაგრამ რიგ ეპიზოდებში დაუგეგმავი ქულები იკარგება.

„მილანის“ კარგი თამაში ლეაოს, ბრაჰიმის, ტეოს და ტონალის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. თუ მათ თამაში წაუვათ „როსონერი“ შეუჩერებელი იქნება. მართალია, რომ „ნაპოლი“ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ თუ „მილანი“ თავისთვის იდეალურ ფეხბურთს თამაშებს ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „მილანის“ ღირსებას 1999 წლიდან 2008 წლის ჩათვლით იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში, სერჟინიომ იტალიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 281-ჯერ მოირგო, 24 გოლი გაიტანა და 55 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მეოთხედფინალური დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები