პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

“განსხვავებას დეტალები შექმნის“ - პეპი ბაიერნთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ბაიერნს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუარდიოლა:

„პირველ რიგში ამბიცია უნდა გვქონდეს. ეს მთავარი ფაქტი იქნება. ერთმანეთს ორი დაბალანსებული გუნდი ხვდება. განსხვავებას დეტალები შექმნის. ყველამ იცის როგორი გუნდია „ბაიერნი“. რთული მატჩი იქნება. კანსელუსთან დაპირისპირება უცნაური იქნება, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ის ჩემი ფეხბურთელი იყო.

მიმდინარე სეზონს წინა წლებს ვერ შევადარებ, რადგან ფეხბურთი ყოველ წელს იცვლება. მიუხედავად ამისა, აქ ვართ და გარანტიას გაძლევთ, რომ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ. ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჰყავს „ბაიერნს“. ნაგელსმანიც და ტუხელიც კრეატიული მწვრთნელები არიან და ორივესთან დაპირისპირება რთულია.

იულიანის გათავისუფლებით გაკვირვებული დავრჩი. ამ საკითხზე რეალურ აზრს ვერ გამოვთქვამ. როდესაც მწვრთნელს ათავისუფლებენ და ახალი მწვრთნელი იგებს, ამბობენ, რომ გუნდი სწორად მოიქცა. როდესაც საპირისპირო ხდება, ყველას ძველი დამრიგებელი ენატრება. შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელები იდეალურ ფორმაში არიან.

შეტევაში ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს. ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ. „ბაიერნთან“ დაპირისპირება ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება. ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ. „ბაიერნი“ არ არის შექმნილი განმეორებითი მატჩისთვის. ეს გუნდი გამარჯვებისთვის შეიქმნა.“

შეგახსენებთ, რომ ამ „მანჩესტერ სიტისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ დაპირისპირება 11 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ ბარსელონაში უნდა თამაში - მესი ლაპორტას ზარს ელოდება
მხოლოდ ბარსელონაში უნდა თამაში - მესი ლაპორტას ზარს ელოდება