რუდი გობერი, კაილ ანდერსონი
Aa
Aa

თანაგუნდელს დაარტყა და ბოდიში მოიხადა - გობერს ბევრმა დასცინა

NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო სათამაშო დღეს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. „მინესოტა ტიმბერვულვზის“ კალათბურთელებს, რუდი გობერსა და კაილ ანდერსონს შორის ინციდენტი მოხდა და წუთშესვენებისას, ფრანგმა ცენტრმა თანაგუნდელს დაარტყა.

მომხდარის შემდეგ, „მინესოტას“ ხელმძღვანელებმა გობერს პარკეტი დაატოვებინეს და რუდიმ ბოდიშიც მოიხადა. გობერმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ემოციები ვერ მოთოკა და თავის საქციელს ნანობს: „ემოციებმა მძლიეს და ასეთი რეაქცია არ უნდა მქონოდა. მინდა, ქომაგებს, ორგანიზაციასა და განსაკუთრებით კაილს, რომელსაც, როგორც თანაგუნდელს დიდ პატივს ვცემ და მიყვარს, ბოდიში მოვუხადო“.

რა მოხდა გობერსა და ანდერსონს შორის წუთშესვენებაზე

კაილ ანდერსონი რუდი გობერს: „სროლებს რატომ არ ბლოკავ?

გობერის პასუხი: „მოხსნებს რატომ არ აკეთებ?“

ანდერსონი: „მოკეტე, ძუკნავ“.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გობერს ბევრმა დასცინა. NBA-ის გულშემატკივრების თქმით, ეს ყველაზე ლაჩრული და მხდალი ქმედება იყო, რომელიც ბოლო პერიოდში უნახავთ. ფანების მიხედვით, გობერმა ანდერსონს დაარტყა და შემდეგ ეგრევე უკან დაიხია, რათა მისგან პასუხი არ მიეღო. ცნობისთვის, „მინესოტას“ პლეი ინის ტურნირში აქვს სათამაშო და რამდენიმე საათში „ლეიკერსთან“ მატჩი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“