მადრიდის რეალი, ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

“თუ ნერვიულობთ სტადიონზე არ მოხვიდეთ“ - ლამპარდმა გულშემატკივრებს მიმართა

ფრენკ ლამპარდის დანიშვნამ „ჩელსის“ გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ „არისტოკრატების“ ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონზე ხელი ჩაიქნია და ბრძოლას აღარ აპირებს.

ლონდონურმა კლუბმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში „ვულვზთან“ 0:1 წააგო. წინ კი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ ბარიერი ელის.

შექმნილმა ვითარებამ, ფრენკ ლამპარდის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც გულშემატკივრებს მიმართა.

რა თქვა ლამპარდმა?

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ფანტასტიკური გუნდის წინააღმდეგ დავამტკიცოთ ჩვენი ძალები. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. გულშემატკივრობს ვთხოვ სტადიონზე რწმენით და თავდაჯერებით მივიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ნერვიულობთ საერთოდ არ მოხვიდეთ. არ მგონია, რომ ეს მატჩი ისტორიაზე მოახდენს გავლენა, მაგრამ მესმის, რომ ემოციური შეხვედრა იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება. „რეალისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“