უსმან დემბელე
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი არ იქნება - ბარსამ შესაძლოა დემბელე გაყიდოს

„ბარსელონასა“ და უსმან დემბელეს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყდა.

ესპანური Sport-ის ცნობით, უსმან დემბელე ხელშეკრულებას ვადა 2 წლის შემდეგ გასდის და კლუბი ფინანსური პრობლემების გამო ფრანგ შემტევს გაუმჯობესებულ პირობებს ვერ შესთავაზებს.

ლაპორტა სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას გეგმავს და გარდა ამისა ლეო მესის დაბრუნებისთვის ემზადება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დემბელესთვის გაუმჯობესებული ხელფასის შეთავაზება დღის წესრიგიდან ამოღებულია.

2023/24 წლების სეზონის ბოლოს დემბელე თავისუფალი აგენტი გახდება, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ „ბარსამ“ 2023 წლის ზაფხულში უსმანის სანაცვლოდ მიღებული მისაღები შეთავაზება განიხილოს და ფრანგი გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ დემბელეს ახალი კონტრაქტის მიხედვით ანაზღაურება უკვე შეუმცირა. დიდი შანსია ფეხბურთელმა მეორედ ასეთ რამეზე უარი განაცხადოს.

დემბელესთვის სეზონი დასრულდა?

უსმან დემბელე ტრავმის შემდეგ დასაბრუნებლად ემზადებოდა, თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მისი აღდგენითი პროცესი არასახარბიელოდ მიმდინარეობს და დიდი შანსია, რომ მისთვის სეზონი უკვე დასრულდა.

ტრავმებიდან ფრანგის დაბრუნება ყოველ ჯერზე რთული პროცესი იყო და როგორც ჩანს, ვითარება არც ამჯერად შეცვლილა და დემბელეს დაბრუნებას მოსალოდნელზე დიდი დრო სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენს ლეჩესთან თამაში უნდოდა, ის მოედანზე მანქანითაც შევა“
„ოსიმენს ლეჩესთან თამაში უნდოდა, ის მოედანზე მანქანითაც შევა“