ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

დაბრუნება შედგა | ჩელსის სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდი გაწვრთნის

ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდი დანიშნა. „არისტოკრატებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ქომაგებს აუწყეს, რომ ლამპარდი გუნდს სეზონის ბოლომდე, დროებითი თავკაცის სტატუსით ჩაიბარებს.

„მოხარული ვართ, სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნებულ ფრენკს შევეგებოთ. ლამპარდი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის წევრი და კლუბის ლეგენდაა. ჩვენი მთავარი მწვრთნელის პოვნის გრძელ და დამღლელ პროცესს ვაგრძელებთ და მის პოვნამდე, გვინდოდა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის ნათელი გეგმა წარგვედგინა.

ჩვენი მიზანია, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ და ფრენკს სწორედ ის მახასიათებლები და ხარისხები აქვს, რომლებიც ფინიშის ხაზამდე ღირსეულად მისაღწევად გვჭირდება. ვულვზის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე გადავიტანთ ყურადღებას. ფრენკს მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ“, - ნათქვამია „ჩელსის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი „ჩელსის“ 2019-21 წლებში წვრთნიდა. მისი წასვლის შემდეგ, გუნდში ტომას ტუხელი მივიდა, რომელმაც „არისტოკრატებს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოტრ იანმა დვალიშვილთან მარცხის შემდეგ რეაბილიტაციის ფოტო გამოაქვეყნა
პიოტრ იანმა დვალიშვილთან მარცხის შემდეგ რეაბილიტაციის ფოტო გამოაქვეყნა