იულიან ნაგელსმანი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ნაგელსმანი და ლუის ენრიკე ფავორიტები არიან | ვინ ჩაიბარებს ჩელსის

ლონდონის „ჩელსი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. „არისტოკრატებმა“ გრემ პოტერი გაათავისუფლეს და ცნობილი ბრიტანული გამოცემის, Telegraph-ის ინფორმაციით, „ლურჯებს“ ორი ფავორიტი ჰყავთ შერჩეული - ლუის ენრიკე და იულიან ნაგელსმანი.

Telegraph-ის მიხედვით, „ჩელსი“ გეგმავს, 5 კანდიდატს შეხვდეს. მომდევნო 48 საათის განმავლობაში, კლუბი მაურისიო პოჩეტინოს, რუბენ ამორიმს, ოლივერ გლასნერსა და ლუჩანო სპალეტის დაუკავშირდება. მათ გარდა, კარლო ანჩელოტის ვარიანტიც განიხილეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, იტალიელი სპეციალისტი კანდიდატთა შორის მოხვდება თუ არა.

Telegraph-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ ნაგელსმანსა და ენრიკეს უკვე დაუკავშირდა და უახლოეს დღეებში გადაწყდება, „სტემფორდ ბრიჯზე“ ვინ დაინიშნება. საინტერესოა, რომ „ლურჯებმა“ რობერტო დე ძერბის ვარიანტზე, რომელიც „ბრაიტონის“ თავკაცია, უარი თქვეს. „ჩელსის“ სურს, გუნდი ჩააბაროს სპეციალისტს, რომელსაც ტოპ კლუბში მუშაობის გამოცდილება აქვს და ზეწოლასთან გამკლავება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ დროებით ბრუნო სალტორი ჩაიბარებს და დღეს, „ლივერპულთან“ ჩანიშნულ შეხვედრაში გუნდს სწორედ ის გაუძღვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩამ ამაში მარადონას ნამდვილად აჯობა“ - იური სიომინი
„ხვიჩამ ამაში მარადონას ნამდვილად აჯობა“ - იური სიომინი