ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

მსუყე შეთავაზებას ამზადებს - მანჩესტერ იუნაიტედი ფელიქსისთვის იბრძოლებს

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ ფელიქსი ახლა „ჩელსიში“ იჯარის წესით თამაშობს, თუმცა კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც „არისტოკრატებს“ მისი „ატლეტიკოდან“ გამოსყიდვა შეეძლებათ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ლურჯები“ პორტუგალიელი შემტევის თამაშით კმაყოფილები არ არიან და შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ, ჟოაუ „როხიბლანკოდან“ არ გამოისყიდონ.

MundoDeportivo-ს ინფორმაციით, 23 წლის პორტუგალიელის ტრანსფერით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება. „წითელი ეშმაკები“ ახლა მის სიტუაციას აკვირდებიან და მსუყე შეთავაზებას ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ ტენ ჰაგს მისი შეძენა ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა, მაგრამ „ჩელსიმ“ დაასწრო. არც ის არის გამორიცხული, რომ ფელიქსი „არისტოკრატებში“ დარჩეს, მაგრამ ერთი რამ ნათელია - „იუნაიტედი“ მის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუ ლონდონურ კლუბს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, ფელიქსმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 10-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტს ვერ ათანხმებენ | მესი პსჟ-ს დატოვებასთან ახლოსაა
კონტრაქტს ვერ ათანხმებენ | მესი პსჟ-ს დატოვებასთან ახლოსაა