აგენტებისთვის გადახდილი თანხები - სიტიმ ყველაზე მეტი, 51 მილიონი დახარჯა
Aa
Aa

აგენტებისთვის გადახდილი თანხები - სიტიმ ყველაზე მეტი, 51 მილიონი დახარჯა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და პრემიერ ლიგის კლუბების მიერ საფეხბურთო აგენტებისთვის გადახდილი თანხები გაასაჯაროვა. The Athletic-ის კვლევაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან 2023 წლის 31 იანვრამდე დაფიქსირებული მონაცემებია გამოყენებული და ყველაზე მეტი „მანჩესტერ სიტის“ დაუხარჯავს.

2022 წლის ზაფხულში, „ქალაქელებმა“ ერლინგ ჰოლანდი, მანუელ აკანჯი, კალვინ ფილიფსი და სერხიო გომესი შეიძინეს. მანჩესტერელებმა აგენტებს/შუამავლებს 51.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს და მეორეადგილოსან „ჩელსის“ 8 მილიონით უსწრებენ. ტრანსფერების დიდი რაოდენობის მიუხედავად, „ლურჯების“ მიერ გადახდილმა თანხამ 43.1 მილიონი შეადგინა.

მესამე ადგილზე „ლივერპული“ იმყოფება - 33.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი. მეოთხე „მანჩესტერ იუნაიტედია“ – 24.7 მილიონი, ხოლო ხუთეულს „არსენალი“ ასრულებს - 16.7 მილიონი. საინტერესოა, რომ საერთო ჯამში, აღნიშნულ პერიოდში, პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა აგენტებს 318 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.

პრემიერ ლიგის კლუბების მიერ აგენტებისთვის გადახდილი თანხები

ბორნმუთი - 5.05 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ასტონ ვილა - 15.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ბრენტფორდი - 5.56 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ბრაიტონი - 8.58 მილიონი გირვანქა სტერლინგი

კრისტალ პალასი - 9.79 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ევერტონი - 13.54 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ფულემი - 8.75 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ლესტერი - 10.28 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ნიუკასლი - 10.78 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ნოტინგემი - 4.35 მილიონი გირვანქა სტერლინგი

საუთჰემპტონი - 6.31 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ტოტენჰემი - 16.13 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ვესტ ჰემი - 12.03 მილიონი გირვანქა სტერლინგი

ვულვზი - 6.18 მილიონი გირვანქა სტერლინგი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა