სტალე სოლბაკენი, ოგე ჰარეიდე
Aa
Aa

ჰარეიდე: „საქართველოს ნაკრები შინ და სტუმრად - დიდი განსხვავებაა“

დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოგე ჰარეიდე, რომელიც ნორვეგიული NRK-სთვის საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, აღნიშნავს, რომ ნორვეგიას ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი არ უნდა ჩაეტარებინა.

ოგე ჰარეიდე: „არ მესმის, ზედიზედ ორ გასვლით მატჩს რატომ ვატარებთ, როცა შეგიძლია, რომ ითამაშო სტუმრად და შემდეგ სახლში. ეს უცნაური და სამწუხაროა“.

ჰარეიდემ ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი გაიხსენა, როცა მისმა გაწვრთნილმა დანიის ნაკრებმა კოპენჰაგენში საქართველო 6:1 გაანადგურა, საპასუხო მატჩი 0:0 დასრულდა. ჰარეიდეს თქმით, საქართველო შინ და სტუმრად ორი განსხვავებული ნაკრებია. 

ოგე ჰარეიდე ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან მატჩებზე: „საქართველოს ნაკრები პარკენზე გავანადგურეთ (5:1), საქართველოში 0:0 ვითამაშეთ. შინ და სტუმრად მოთამაშე საქართველოს ნაკრებს შორის დიდი განსხვავებაა“.

1996-97 წლების სეზონში, UEFA-ს თასზე ოგე ჰარეიდეს გაწვრთნილი „მიოლდე“ დავით ყიფიანის თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა. პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ შინ 2:1 მოიგო. გოლები კახა გოგიჩაიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა შეაგდეს. საპასუხო მატჩი ნორვეგიაში 0:0 დასრულდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ჰარეიდეს გუნდი ტურნირიდან გამოთიშა.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ესპანეთმა შინ ნორვეგია 3:0 დაამარცხა. მეორე ტურში ნორვეგია საქართველოს ესტუმრება. შეხვედრა ბათუმში 28 მარტს გაიმართება (20:00).

NRK სოლბაკენის კომენტარს აქვეყნებს, სადაც სტოლე საქართველო-მონღოლების მატჩთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს: „საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთთან B გუნდით ითამაშა. ვიცოდით, რომ ესე მოხდებოდა“.

შეგახსენებთ, ნორვეგიასთან მატჩამდე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთი 6:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება“ - რა ითქვა ნორვეგიასთან მატჩის წინ
„გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება“ - რა ითქვა ნორვეგიასთან მატჩის წინ