მატჩამდე - აინტრახტის და ატალანტას ქომაგებმა ნეაპოლი ერთად დაარბიეს
Aa
Aa

მატჩამდე - აინტრახტის და ატალანტას ქომაგებმა ნეაპოლი ერთად დაარბიეს

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის წინ ნეაპოლში „აინტრახტის“ გულშემატკივრებმა არეულობები მოაწყვეს.

როგორც ცნობილია, „აინტრახტის“ ქომაგებს გერმანიაში გამართულ მატჩში მომხდარი ჩხუბის გამო დღევანდელ მატჩზე დასწრება ეკრძალებათ. გერმანელები ნეაპოლში მაინც ჩავიდნენ და ქალაქში სერიოზული არეულობაც მოაწყვეს.

Football Italia-ს ინფორმაციით, „აინტრახტის“ 600-ზე მეტი გულშემატკივარი ქალაქში მაინც ჩავიდა. წყარო წერს, რომ მათ ასევე შეუერთდნენ „ატალანტას“ ულტრასები, რომლებიც ნეაპოლელების მიმართ არც ისე დადებითად არიან განწყობილნი.

მათ პოლიციას და ქალაქის ქუჩებს ზიანის მიყენება ერთდროულად დაუწყეს, დაწვეს რამდენიმე მანქანა და დაიწყეს ქუჩების მსხვრევა.

ნაპოლის 200-მდე გულშემატკივარი მოვლენების ცენტრში მივიდა, მოტოციკლეტის ჩაფხუტებით და რკინის ხელკეტებით შეიარაღებულები.

როგორც წყარო წერს, პოლიციამ და სპეცრაზმმა ადგილობრივებს გერმანელ ქომაგებთან მისვლის საშუალება არ მისცეს, რადგან ასეთ შემთხვევაში სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ფრანკფურტში პირველი მატჩი 2:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში 2-2-ჯერ მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს - ჰოლანდმა მესის შედეგი გაიმეორა
ისტორიაში 2-2-ჯერ მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს - ჰოლანდმა მესის შედეგი გაიმეორა