ხვიჩა კვარაცხელია, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„კვარა ბრწყინვალე ფეხბურთელია“ - კარლო ანჩელოტი

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო.

რა თქვა ანჩელოტიმ:

კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია და ვიქტორ ოსიმენთან ერთად კარგად თამაშობს, ისინი ძალიან ეფექტურები არიან.

მნიშვნელოვანია, რომ წელს იტალიური გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ და დიდი შანსია, რომ მეოთხედფინალში სამი კლუბი იყოს, რაც ევროპისთვის ძლიერი სიგნალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიურ და ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატებით მადრიდის „რეალი“ არის დაინტერესებული და დიდი შანსია, რომ სამეფო კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ნაპოლის“ ოფიციალური წინადადებითაც მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია
„მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია