მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

მერაბი vs იანი - რამ მოხდა მზერათა დუელისას

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა ახლოვდება და დაძაბულობა პიკს აღწევს. ეს რამდენიმე წუთის წინ გამართული მზერათა დუელის დროსაც გამოჩნდა, როცა რუსმა მებრძოლმა „მანქანას“ ხელი ჰკრა და ყელის არეში დაარტყა.

იანის ჟესტს შეგვიძლია, შოუს ნაწილი ვუწოდოთ, რათა ამ ჩხუბისადმი ინტერესი გაიზარდოს და ბევრმა ადამიანმა ნახოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ამ ბრძოლას რამხელა დატვირთვა აქვს. თანაც, რუსზე მერაბის სიტყვებიც იმოქმედებდა, რომელმაც მას „ძუკნა“ უწოდა.

პოდიუმზე გამოსვლის შემდეგ, იანი დვალიშვილს ყურადღებას არ აქცევდა, რის შემდეგაც, მერაბმა ასე მიმართა: „აქეთ ძუკნავ, აქეთ. ხვალ ვნახავთ“. მერაბის სიტყვების შემდეგ, იანმა თქვა: „ძუკნა შენ ხარ", შემდეგ კი ხელი ჰკრა და უთხრა: „ძუკნა ვინაა? ძუკნა ვინაა?“. „ხვალ გნახავ. ძუკნა შენ ხარ“, - უპასუხა „მანქანამ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 12 მარტს, UFC Fight Night 221-ზე დაუპირისპირდებიან. ორთაბრძოლა თბილისის დროით დილის 05:00 საათიდან უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახეს დავუნგრევ და პირველ რაუნდში დავანოკაუტებ“ - თოფურია ორტეგას მიმართავს
„სახეს დავუნგრევ და პირველ რაუნდში დავანოკაუტებ“ - თოფურია ორტეგას მიმართავს