ჰატემ ბენ არფა
Aa
Aa

ფსიქოლოგიური ზეწოლა - ბენ არფამ პსჟ-ს სასამართლო მოუგო

პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ჰატემ ბენ არფამ პარიზულ კლუბს სასამართლოში სააპელაციო საჩივარი მოუგო.

ბენ არფა 2016-2018 წლებში პსჟ-ს საკუთრება იყო. ფრანგმა შემტევმა კატარის ემირის მისამართით დამამცირებელი განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ის გუნდიდან 1 წელზე მეტი მოკვეთილი იყო. ამის ინიციატორი კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი იყო.

ბენ არფა კლუბს ბრალს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დებდა და კომპენსაციის სახით 7-8 მილიონ ევროს სთხოვდა. დღეს კი ჰატემმა პროცესი საბოლოოდ მოიგო, თუმცა ის თანხა ვერ მიიღო, რასაც ითხოვდა.

შრომითმა სასამართლომ ფეხბურთელი არ გაამართლა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის დაზარალებულად ცნო და მას 100 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს მიმართ ფეარ პლეის წესების დარღვევის თაობაზე წლებია გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად, პარიზელები კლუბში სახელფასო ჭერის დაწევას ცდილობენ, რომ უეფას ფეარ პლეის ირგვლივ პრობლემები არ შეექმნათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსიზე უკეთესი შედეგი აქვთ -  Tuttosport-ი კვარა-ოსიმენის დუეტზე წერს
ჩელსიზე უკეთესი შედეგი აქვთ - Tuttosport-ი კვარა-ოსიმენის დუეტზე წერს