ნეიმარი, ლუის სუარესი
Aa
Aa

„ნეი, ინგლისში წადი, სიტი შენთვის უკეთესია, მაგრამ საფრანგეთი?“

ლუის სუარესმა 2017 წლის ზაფხული გაიხსენა და ნეიმარის „ბარსელონადან“ გადასვლის დროს მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

„მე ამაზე საუბარი ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ მაშინ იყო მომენტი, როდესაც ბევრი ჭორი გავრცელდა, ამიტომ ჩვენ (მესისთან ერთად) ნეიმართან სასაუბროდ წავედით და ვუთხარით: „ნეი, თუ გინდა ყველაფრის მოგება დარჩი ჩვენთან“.

მან მოგვისმინა და გვითხრა: „დიახ, დიახ, დარჩენა მინდა. მაგრამ არის მთელი გარემო, რომლის კონტროლიც ზოგჯერ რთულია“.

ჩვენ, როგორც მეგობრებმა, ვურჩიეთ დარჩენილიყო, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მისი ოჯახია. ჩვენ ვთქვით: „ნეი, ინგლისი უკეთესია, ვიდრე საფრანგეთი. მანჩესტერ სიტი, ეს ფეხბურთი შენთვის უკეთესი იქნება. მაგრამ საფრანგეთი?“

ეს სარისკო განცხადებაა, მაგრამ მე პასუხისმგებლობას ვიღებ. ნეიმარი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა. ჩემი აზრით, ის რომ დარჩენილიყო, დიახ მოიგებდა“,

- განაცხადა ამჟამად „გრემიოს“ ურუგვაელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა „ბარსელონა" 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის გარშემო ბევრი ფეხი იყო - როგორ აფასებს იტალიური პრესა კვარას თამაშს
მის გარშემო ბევრი ფეხი იყო - როგორ აფასებს იტალიური პრესა კვარას თამაშს