უკრაინულმა კლუბმა რუსებთან კონტრაქტის გამო ესპანურ ბრენდთან მუშაობზე უარი თქვა
Aa
Aa

უკრაინულმა კლუბმა რუსებთან კონტრაქტის გამო ესპანურ ბრენდთან მუშაობზე უარი თქვა

უკრაინულმა საფეხბურთო კლუბმა „კარპატმა“ ტექნიკური სპონსორი შეიცვალა. ადრე კლუბს ცნობილი ესპანური ბრენდი Joma ასპონსორებდა, მაგრამ სტუაცია ომის დაწყების შემდეგ შეიცვალა, რადგან ესპანურმა კომპანიამ რუსულ კლუბებთან თანამშრომლობაზე უარი არ თქვა.

მაგალითად, Joma ამჟამად სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ასპონსორებს, რომლის გენერალური სპონსორიც რუსული „გაზპრომი“ გახლავთ.

„ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო Joma-ს მკაფიო პოზიციის არარსებობა რუსულ ბაზარზე მუშაობის შეწყვეტის შესახებ. რამდენიმე თვის განმავლობაში კლუბი სწავლობდა პოტენციურ პარტნიორებს და თებერვალში NIKE-თან პარტნიორობას დათანხმდა, რომლის შეთავაზება ყველაზე ოპტიმალური აღმოჩნდა. ტექნიკური პარტნიორის არჩევისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი რუსული ბაზრიდან Nike-ის სრული გასვლა იყო“,

- ნათქვამია „კარპატის“ განცხადებაში.

„ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილის დასაწყისისთვის ახალი ფორმის აღებას ვგეგმავთ. ვინაიდან ფორმის შეცვლა ხანგრძლივი პროცესია, მარტში ჩვენი ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩებს ძველ ფორმაში ჩაატარებენ.

გარდა ამისა, იგეგმება კლუბის ახალგაზრდული გუნდების ფორმისა და სპორტული აღჭურვილობის ეტაპობრივი განახლება“,

– განაცხადა მარკეტინგის დირექტორმა იური ზელიკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს