გარი ნევილი
Aa
Aa

ნევილი: არსენალი მზად არ არის, ჩემპიონი სიტი გახდება

გარი ნევილი თვლის, რომ „არსენალი“ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს. ინგლისელის თქმით, ჩემპიონი „სიტი“ გახდება.

„არსენალს უჭირდა გასული სეზონების ბოლო ტურები და ეს სეზონი ამის უახლესი მაგალითია. სწორედ ამიტომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგას მოიგებს.

იმიტომ რომ, როცა საქმე ბოლო 10 თამაშს ეხება, არსენალი ცოტა პანიკას იწყებს, იქნება შფოთვა, იქნება ზეწოლა. თუ არსენალი გაიმარჯვებს და ლიგას მოიგებს, ეს იქნება წარმოუდგენელი მიღწევა, თუმცა ისინი ამ სიტუაციებს არ იცნობენ, როგორც მანჩესტერ სიტი.

არსენალს ძალიან ბევრი ემოცია აქვს, მათთვის ჯერ ადრეა. არ არის კარგი ასე სასოწარკვეთილად და აქტიურად აღნიშვნა, როცა წინ ჯერ კიდევ ნახევარი რბოლაა. მე მესმის, რატომ მოხდა ეს ასტონ ვილასთან თამაშის შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მათ აღნიშნეს საკმაოდ ემოციურად, ძალიან ადრე.

ჩემი აზრით, ემოციები რაღაც უარყოფითია ტიტულისთვის ბრძოლის კონტექსტში, ეს დადებითი ასპექტი არ არის“,

- განუცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა The Overlap-ს.

შეგახსენებთ, რომ „არსენალსა“ და „სიტის“ შორის ამ მომენტისთვის 5-ქულიანი სხვაობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს