ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
Aa
Aa

ნაპოლი ლაციოს მატჩამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლის კაპოდიკინოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელიას მატჩებზე დასასწრებად ნეაპოლში ყოველკვირეულად უამრავი ქართველი ჩადის. ამჯერად, როგორც იტალიური მედია იტყობინება, ხვიჩას მატჩის სანახავად ძებნილი ქართველი კრიმინალი ჩავიდა.

წყაროს ცნობით საუბარია ირაკლი ნარიმანიძეზე, რომელიც საბერძნეთში სასამართლოს მიერ ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნება. 2012 წლის ოქტომბერში ნარიმანიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და დღემდე ძებნაში იყო.

წყაროს თანახმად, ძებნილმა პასპორტი ნეაპოლში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე აიღო. ნარიმანიძე ნეაპოლში კერძო ჩარტერით ჩავიდა და „ნაპოლის“ მატჩს უნდა დასწრებოდა, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს გამართული მატჩი „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ შორის სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საშინელი ფაქტი ნაპოლი-ლაციოს მატჩისას - ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
საშინელი ფაქტი ნაპოლი-ლაციოს მატჩისას - ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს