გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

რომელ კომპონენტებში აქვს მოსამატებელი - რას ამბობს მეცის თავკაცი მიქაუტაძეზე

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლაშლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ფრანგული კლუბის თავკაცმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ არის კომპონენტები, რომლებშიც მიქაუტაძეს მოსამატებელი აქვს.

„მიქაუტაძეს კარგი სეზონი აქვს, მაგრამ არის რაღაცები, რაც უნდა გამოასწოროს. გიორგისთან ახლოს ვარ და შემიძლია, როგორც გავაკრიტიკო, ისე წარმატებული ასპარეზობა მივულოცო და ეს ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს უკეთ გავუგოთ.

მიქაუტაძე ჯერ კიდევ შორსაა იმ ფეხბურთელისგან, რომელსაც სეზონში 30 გოლი გააქვს და მან პროგრესი უნდა განაგრძოს. გიორგიმ თავისუფალი სივრცეები უფრო სწრაფად უნდა დაიკავოს და ბურთს მეტად მოუფრთხილდეს, რადგან მან უნდა შეინარჩუნოს ბურთები, რომელთა შენარჩუნებაც ძალიან ძნელია. ის 22 წლისაა და ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ ეს კომპონენტები გააუმჯობესოს“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 2-ის მე-4 პოზიციას იკავებს და ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ 4 ქულით ჩამორჩება. მიქაუტაძის გუნდის მომდევნო გაჩერება „ანესია“, რომელსაც 32 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ ლეაოს ჩამორჩება - Corriere della Sera ხვიჩას დრიბლინგებზე
მხოლოდ ლეაოს ჩამორჩება - Corriere della Sera ხვიჩას დრიბლინგებზე