კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“ჩემთვის ბავშვების ოცნებები მნიშვნელოვანია“ - მბაპე თურქეთს დაეხმარება

თურქეთში მიწისძვრის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა. მსოფლიო მათთვის გაერთიანდა და მაქსიმალურად ეხმარებიან. სხვადასხვა ქვეყნები თურქეთს ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უგზავნიან.

ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც ჩართულები არიან. ერთ-ერთი ასეთი კი კილიან მბაპე გახლავთ. beIN SPORT-ის ინფორმაციით, ფრანგი სუპერვარსკვლავი თურქეთს ფინანსურად დაეხმარება, თუმცა რა თანხაზეა საუბარი ეს ჯერჯერობით უცნობია.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ოცნებები. მათ დასახმარებლად ჩემს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებ. თურქეთისთვის ყველაფერი ბევრად უკეთესი იქნება.“

- განაცხადა მბაპემ

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში თურქეთში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამას კი 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის „ჰატაისპორის“ სპორტული დირექტორის და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელის კრისტიან ატსუს, რომელიც „ჰატაისპორში“ ახალი გადასული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბა ლობჟანიძე: საშინელება იყო, მიწა მოძრაობდა, კედლები ჩამოინგრა და ცა ანათებდა
საბა ლობჟანიძე: საშინელება იყო, მიწა მოძრაობდა, კედლები ჩამოინგრა და ცა ანათებდა