ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა

სახის მრავალმხრივი მოტეხილობის გამო ვიქტორ ოსიმენი დღემდე დამცავ ნიღაბს ატარებს. ქირურგი, რომელმაც მას ოპერაცია გაუკეთა ამბობს, რომ ნიგერიელმა თავდამსხმელმა კინაღამ მხედველობა დაკარგა.

ეს ყველაფერი 2021 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც „ნაპოლი“ „ინტერს“ უპირისპირდებოდა და ოსიმენი შკრინიარს სახით შეასკდა. იტალიურ მედიაში ეს შოკისმომგვრელ ტრავმად მონათლეს.

ახალგაზრდა თავდამსხმელს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ლოყის და ორბიტალური ძვლის მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა. 24 წლის ნიგერიელი დღემდე დამცავ ნიღაბს ატარებს, თუმცა ტექნიკურად ის საჭირო არ არის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პროფესორმა ჯანპაოლო ტარტარომ ვრცლად ისაუბრა.

ტარტარო:

„ორბიტალური ძვალი სწრაფად გაჩერდა. იცით? ამას შეეძლო ოსიმენისთვის მხედველობა დაეკარგა. ამ ძვალს ბევრი სხვა პრობლემის შექმნა შეეძლო, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა და ვიქტორის თვალი თავის ბუდეში დარჩა. მას კანის ქვეშ სპეციალური დაფები აქვს ჩადგმული და გარწმუნებთ, მისი ამოღება საჭირო არ იქნება. იმ შემთხვევაშიც, თუ მას რაიმე ინფექცია შეეჭრება.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 24 წლის თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია. ოსიმენმა ყველა ტურნირზე ერთად 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორც იქნა წყევლას წერტილი დაუსვა - El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე
როგორც იქნა წყევლას წერტილი დაუსვა - El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე