ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

BNN: შესაძლოა, ზივზივაძის დებიუტი როსტოკში შედგეს

გერმანული BNN-ის ინფორმაციით, „კარლსრუეს“ ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე თავს უკეთ გრძნობს. შესაძლოა, მისი დებიუტი მეორე ბუნდესლიგის შემდეგ ტურში როსტოკის „ჰანზასთან“ გასვლით შეხვედრაში შედგეს.

CrystalSport-ის ცნობით, მოთამაშე თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, ტკივილი კვლავ აწუხებს.

მე-20 ტურში „ფიურტთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა CrystalSport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძეს მარჯვენა ფეხის მუხლის ანთებამ შეაწუხა, რის გამოც „ზანდჰაუზენთან“ და „რეგენსბურგთან“ მატჩები გამოტოვა. როგორც BNN წერს, შესაძლოა, 23-ე ტურში როსტოკის „ჰანზასთან“ მატჩში მოედანზე ვიხილოთ, ეს შეხვედრა 5 მარტს გაიმართება.

22 ტურის შემდეგ 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 28 ქულით მე-10 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, 28 წლის ქართველმა ფორვარდმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა. Sky Sport-ის ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ფლორიან პლატენბერგმა ბუდუ ზივზივაძის „კარლსუეში“ ტრანსფერზე დაწერა. მისი ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა ზივზივაძის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა, ფეხბურთელი გამოისყიდა და გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. პლატენბერგი აღნიშნავს, რომ ზივზივაძე საინტერესო ფორვარდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვერცხები უნდა გქონდეს და მათზე ფსონი დადო“ - დომენიკო კაზო ნაპოლიზე
„კვერცხები უნდა გქონდეს და მათზე ფსონი დადო“ - დომენიკო კაზო ნაპოლიზე