ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, ანკონა
Aa
Aa

კრემონეზეს ანტი-რეკორდი სერია ა-ში

მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს“ თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ლუკა ლოჩოშვილის გუნდთან დაკავშირებით გამოცემა Opta-მ არასასიამოვნო სტატისტიკა შემოგვთავაზა.

შეგახსენებთ, რომ „კრემონეზე“ მიმდინარე სეზონამდე, სერია ა-ში 1995/96 წლების სეზონში ასპარეზობდა და სერია ბ-ში გავარდა. დღევანდელი მოცემულობით, გუნდს კვლავ იგივე ემუქრება.

რაც შეეხება Opta-ს სტატისტიკას, ცნობილი გახდა, რომ მათ ანტი-რეკორდი დაამყარეს. „კრემონეზე“ ისტორიაში გახდა მეორე გუნდი, რომელმაც იტალიის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 30 თამაში ვერ მოიგო. 10 ფრე და 20 წაგება. ასეთი შედეგი 1993 წლიდან 2004 წლის ჩათვლით „ანკონას“ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „კრემონეზემ“ 23 მატჩიდან 14 წააგო, 9 ფრედ დაასრულა და 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. ამის პარალელურად კი იტალიის თასზე ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ნაპოლი“ და „რომა“ გამოთიშა ასპარეზობას. ნახევარფინალში კი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი რეიტინგის 170-ე ნომერთან - ბასილაშვილი დოჰას დაემშვიდობა
მარცხი რეიტინგის 170-ე ნომერთან - ბასილაშვილი დოჰას დაემშვიდობა